Thursday, June 11, 2009

Wednesday, June 10, 2009

afxazeti

afxazeTi-saqarTvelos istoriul-geografiuli mxarea,romelsac ukavia md.engursa da fsous Soris mdebare teritoria





soxumi



besleTis xidi


tba-’’riwa’’





soxumis’’botanikuri baRi’’



afxazeTis xuroTmoZRvrebis Zeglebi:bedia da ilori
Ggamoyenebuli literatura:
www.afxazeti.ge
http://wikipedia.org/wiki/afxazeTi
www.afxazeti-soxumi.pizco.com
afxazeTi-saqarTvelos istoriul-geografiuli mxarea,romelsac ukavia md.engursa da fsous Soris mdebare teritoria





soxumi



besleTis xidi


tba-’’riwa’’





soxumis’’botanikuri baRi’’



afxazeTis xuroTmoZRvrebis Zeglebi:bedia da ilori
Ggamoyenebuli literatura:
www.afxazeti.ge
http://wikipedia.org/wiki/afxazeTi
www.afxazeti-soxumi.pizco.com
Afxazeti [from www.metacafe.com] #1
Afxazeti [from www.metacafe.com] #4
Afxazeti [from www.metacafe.com] #5
Afxazeti [from www.metacafe.com] #8

Thursday, June 4, 2009

afxazeti

აფხაზეთი

აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა,რომელსაც უკავია მდ.ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია.
საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა შეიქმნა 1921 წლის 4 მარტს.იგი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.აფხაზეთის ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს.სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს.ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდ.ფსოუზე გადის,ხოლო აღმოსავლეთით სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ.ენგურზე.ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია,აღმოსავლეთით მესტიისა და წალენჯიხის რაიონები,სამხრეთით-ზუგდიდის რაიონი.ფართობი 8,7 ათასი კვადრატული კილომეტრი (საქართველოს ტერიტორიის 12,5%)დადაქალაქი_სოხუმი.
სოხუმის მზიან სანაპიროზე ქალაქელების საყვარელი ადგილია დიოსკურიის ნანგრევები,რომელსაც ზღვის მლაშე ისე ესათუთება,როგორც ღირსეულ და მრავლისმხილველ წარსულის მაცნეს,ქალაქს,რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინათ დაუფუძნებიათ ბერძენ მოვაჭრეებს კოლხიდაში.
კარგა ხანს ეძებდნენ მეცნიერები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქალაქს,მასთან არის დაკავშირებული ლეგენდა არგონავტებზე,რომლებმაც ოქროს საწმისი მოიტაცეს.1896 წელს სოხუმში სანაპიროს მშენებლები ნაპირის გათხრისას წააწყდნენ ძველი ნაგებობების ნარჩენებს,საიდანაც ამოიღეს თლილი ქვა ლათინური წარწერით: ''ადრიანმა,ფლავიუს არიანეს მეშვეობით ააშენა ეს ქალაქი''ასე მიაგნეს ძველი ქალაქის კვალს.არიანეს ცნობების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე,რომ დროთა განმავლობაში ნაპირი თითქმის 10მეტრით ჩაშვებულა სიღრმეში,რამაც შემდგომში გამოიწვია ქალაქის ჩაძირვა,ვარაუდობენ,რომ ქალაქში სიცოცხლე შეწყდა ძ.წ.აღ IV-I საუკუნეში.
სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია 1921 წლიდან.იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი,მნიშვნელოვანი სამრეწველო,კულტურულ და საკურორტო-ტურისტული ცენტრია.ქალაქი გაშენებულია მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე.სოხუმის ფართობია 23,3კვადრატული კილომეტრი.ქალაქის ფარგლებში და მოსაზღვრე ტერიტორიაზე შავ ზღვას ერთვის მდინარეები:გუმისთა,კელასური,ბესლეთი.
სოხუმის ჰავა წლის ნებისმიერ დროში დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე;მოსკოვში 1898 წელს ექიმების საერთაშორისო კონგრესმა სოხუმი სასუნთქი გზების ორგანოთა დაავადებულთათვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეტესო კურორტად აღიარა.
ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალი სუბტროპიკული მცენარე.ჭარბობს გაშენებული პარკები და ციტრუცოვანი ნარგავები.ამ მხრივ აღსანიშნავია სოხუმის ბოტანიკური ბაღი,რომლისთვისაც მცენარეთა თესლი და ნერგები ჩამოუტანიათ ყირიმიდან,მექსიკიდან,ბრაზილიიდან,ინდოეთიდან და იაპონიიდან,რომლებიც ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ხარობდნენ.
აფხაზეთი ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.იგი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსესანიშნაობებით.მათგან აღსანიშნავია ახალი ათონი,გუდაუთა,გაგრა,ბიჭვინთა.
ახალი ათონის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარება დაკავშირებულია სპელეოტურიზმის ბაზის განვითარებასთან,რომელიც მღვიმესთან იარსებებს.მასში 9 დარბაზია,მიწისქვეშა ტბებითა და მრავალრიცხოვანი მღვიმური ფორმებით.
კურორტი გუდაუთა ახალი ათონიდან 17 კმ-ით არის დაშორებული.იგი ზღვის პირა შემაღლებაზე ,ვაკე ადგილას მდებარეობს,ამიტომ მისი კლიმატიშედარებით გრილია.გუდაუთის პლაჟი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ აფხაზეთში:ნაპირის გასწვრივ ვრცელი პარკია,სადაც მრავალი ჯიშის სუბტროპიკული მცენარე ხარობს.
აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს საქართველოს შესანიშნავი კურორტი გაგრა.სანაპირო ზოლი ლანდშაფტის თავისებური შეხამებით გამოირჩევა.ზღვაში ეშვება ტყით შემისილი გაგრის ქედი.გაგრა,როგორც კურორტი 9-10 საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა.ჰავა თბილი და ნოტიოა.საშუალო წლიური ტემპერატურა 15 გრადუსს არ აღემატება.
აფხაზეთის ხუროთმოძღვრებიდან აღსანიშნავია ბედიის ტაძრის ისტორია,რომელიც მდებარეობს გალისა და ოჩამჩილის რაიონების საზღვარზე;არსებობს ტაძრის შექმნასთან დაკავშირებული ლეგენდა:ერთიანი საქართველოს პირველი დიდი მეფე ბაგრატ მე-3 თავისი მხლებლებითურთ ნადირობდა ოდიშის უღრან ტყეში და მონადირეებს გზა აებნათ;ბევრი ხეტიალის შემდგომ იმ ადგილზე გამოვიდნენ,სადაც ახლა ტაძარი მდებარეობს,აქედან უკვე კარგად მოჩანდა კოლხეთის ვრცელი დაბლობი და ზღვა.ერთ-ერთმა დიდებულმა მიახარა თურმე მეფეს:ბედი გქონია,მეფევ ბატონო გადავრჩით!მეფე კარგა ხანს მდგარა მდუმარედ ,მერე უბრძანებია :ამ ალაგს ჩვენი გადარჩენის აღსანიშნავად აიგოს ეკლესია და მას ბედია ეწოდოს!სულ მალე აშენდა დიდი საკათედრო ტაძარი,ქართული არქიტექტურის მშვენება,ბედიის სახელით რომ იხსენიება ჩვენს საისტორიო წყაროებში.
საქართველო არა მარტო თავისი ზესკნელით,არამედ ქვესკნელითაც ხიბლავს მნახველს.საუკუნეობრივი წყვდიადითა და იდუმალებით არის მოსილი საქართველოს მღვიმეები და უფსკრულები.ამ მხრივ ჭეშმარიტად ჯადოსნური მხარეა აფხაზეთი.მთელი მსოფლიო ტკბებოდა ხოლმე იმ ''მიწისქვეშა დარბაზებით''რომელიც ახალი ათონის,კელასურის და აბრსკილის მღვიმეებით არის ცნობილი.ბუნებას თითქოს საგანგებოდ შეუქმნია ისინი,რათა ადამიანებს შეახსენონ,რომ ''ბუნება მბრძანებელია'' ბუნების ასეთი იშვიათი შედევრია აბრსკილის მღვიმე.ვინ იცის რამდენმა წყალმა ჩაიარა ,მაგრამ აბრსკილის ხსოვნა დღესაც ცოცხლობს ხალხში.
ამ კუთხის სილამაზის დანახვას სხვა,დაკვირვებული თვალი უნდა,საკუთარი ხედვა.თუ ლიბრად არ გადაგეფარა რა თვალზე მოწყენილობა და გულგრილობა,თუ არ დაიღალე გასაოცარის ძებნით,თუ გიხარია ეს საოცრება,აქ შეგიძლია ნახო ბევრი საგულისხმო რამ და მოგონებებთან ერთად გაიყოლო თან.

აფხაზეთი


View აფხაზეთი in a larger map

Wednesday, June 3, 2009

http://www.youtube.com/watch?v=FdeH_VNR5fc